ქორეოგრაფი
დაიბადა 1930 წლის 22 დეკემბერს.
დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1951 წელს. 1948-1949 წწ. იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ანსამბლის ბალეტმაისტერი; 1955-1967 წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; მოღვაწეობდა საქართველოს, ლენინგრადის, კიევის, ოდესის, კიშინიოვის, სვერდლოვსკის, ომსკის, ბაქოს და სხვა ქალაქების თეატრებსა და კინოში; 1964 წლიდან იყო თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლისა და თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, 1964-1973 წწ. -კათედრის გამგე. 1972 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრში.
მის მიერ განხორციელებული დადგმები: შ. მილორავა “ბრაზილიის საუნჯე”, “დედისერთა ჯარში მიდის”, “სათაგური” (1963, 1974, 1978), მ. ჩირინაშვილი “ძველი თბილისის სურათები” (1975), გ. ცაბაძე “მე სიყვარულის მომღერალი ვარ”(1979), ალ. მაჭავარიანი “ბაღლინჯო” (1980); ოპერები: ი. ბობოხიძე “ბურატინო” (1977), ო. თაქთაქიშვილი “მუსუსი” (1978 დაიდგა თბილისში, 1981 გორში), ვ. დოლიძე “ქეთო და კოტე” (1979 დაიდგა პოლონეთში, ლოძი), გ. ყანჩელი “…და არს მუსიკა” (1984); ქ. ვ. გლუკი “ორფევსი და ევრიდიკე” (1980 გორი), რ. შტრაუსი “სალომე” (1983).
ჯილდოები და პრიზები:
1964 – საქართველოს დამსახურებული არტისტი
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 184; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge