იური კაკულია

რეჟისორი:

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1946 წელს  და მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1952 წელს.  სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ქუთაისის (რეჟისორად – 1962-1963, სამხატვრო ხელმძღვანელად – 1970-1972, დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად 1982-1985), კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლისა და თეტრალური სინსტიტუტის პედაგოგად (1953-1955), სოხუმის (მთავარ რეჟისორად 1956-1958,  და 1967-1968, დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად 1979-1982 წ; ჭითურის (დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად 1979-1982) მარჯანიშვილის (რეჟისორად 1964-1968), რუსთავის(მთავარ რეჟისორად 1972-1975 და რეჟისორად 1989 წ.), გორის (დირექტორად, სამხატვრო ხელმძღვანელად 1975-1979), ს. ახმეტელის სახელობის (მთავარ რეჟისორად 1986-1989) და პანტომიმის (დრამატულ მსახიობთა ჯგუფის მთავარ რეჟისორად 1988-1989) სახელმწიფო თეატრებში. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: სოხუმის თეატრში: ი. ჭავჭანიძის “კეთილი მეზობლები” და “მამულუქი”(1956), მ. ლაკერბაიას “დანაყაი”(1956), ვ. მაიაკოვსკის “აბანო” (1957) და “წითელი აფრები”(1980), რ. თაბუკაშვილის “რაიკომის მდივანი” (1968), ი. ოტრეჩენაკის “რომეო და ჯულიეტა” და “წყვდიადი”(1967), ა. ფადეევის “ბალადა ახალგაზრდა გვარდიელებზე”(1979), ნ. დუმბაძის “ნუ გეშინია დედა” (1979), თ. ჭილაძის “როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”(1979), ბ. ვასილიევის “განთიადი კი აქ წყნარი იცის” (1980), ლ. ტოლსტოის “კაზაკები”(1981); ქუთაისის თეატრში: ა. ყაზბეგს “განკიცხულნი” (1970), “ზარები გრიგალში” (1982), ნ. დუმბაძის “ნუ გეშინია დედა”(1970 და 1980), ა. არბუზოვის “ძველმოდური კომედია” (1983), ალ. ჩხაიძის “სამიდან ექვსამდე” (1983) და სხვა; მარჯანიშვილის თეატრში: ჯ. სელენჯერის “თამაში ჭვავის ყანაში” (1984), ო. ჩხეიძის “ვისია, ვისია” (1965); გორის თეატრში: ა. გეწაძის “გზა, ყარამანსქალი მოჰყავს” (1976), ბ. ვასილიევის “გაზაფხული კი აქ წყნარი იცის”(1976), სოფოკლეს “ანტიგონე” (1976), ხეთაგურის “თეთრი პალატა” (1978) და სხვა; რუსთავის თეატრში: ო. იოსელიანის “ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი”, ედუარდო დე ფილიპოს “კომედიის ხელოვნება”; ახმეტელის თეატრში: ი. ჭავჭავაძის მიხედვით “ბაზალეთის ტბის ძირას”, ბ. ბრეჰტის “დედილო კურსჟი და მისი შვილები”, ნ. დუმბაძის “ნუ გეშინია დედა”.

ჯილდოები და პრიზები:

1996 – ღირსების ორდენი

1985 – საქართველოს სახალხო არტისტი

1979 – კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია ა. ფადეევის “ახალგაზრდა გვარდიის” დადგმისთვის

1978 – ა. პოპოვის სახელობის მედალი დ. კლდიაშვილის “უბედურებისა” და “მსხვერპლის” დადგმისთვის

1966 – აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ. 7; ხარაგაული და ხარაგაულელები – kharagauli.ucoz.com; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 478-479

მენიუ