იესოს საქმე 

ერთი მოქმედება

ლაშა იმედაშვილის ნოველის „იესოს საქმე“ მიხედვით.

დამდგმელი რეჟისორი – დავით საყვარელიძე

რეჟისორის თანაშემწე – სვეტლანა გოგოხია

ვიდეო რეჟისორი – დავით გერსამია

მოქმედი  პირნი  და შემსრულებელნი: სულხანი – ნიკა წერედიანი, როსტომ ვალერიანოვიჩი – კახა შარაბიძე.

სპექტაკლის აღწერა: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი “იესოს საქმე” რამდენიმე მიმართულებითაა საინტერესო, ქართველი თანამედროვე მწერლის ლიტერატურულ-მხატვრული ენის გასააზრებლად და მეორე, ნაწარმოების სიუჟეტიდან გამომდინარე, ბიბლიის, როგორც ტექსტის აღქმის პრობლემა პოსტ-საბჭოთა საზოგადოებაში.

დღესდღეობით საქართველოში ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი “საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია” გახლავთ.  მართალია, საქართველოს მოსახლეობის 98% ეკლესიურია, მაგრამ რელიგიური ცოდნის მხრივ საზოგადოება ჯერ კიდევ ძალიან დაბალ საფეხურზეა. სწორედ ამ უცოდინარობას (განსაკუთრებით სახელმწიფო ორგანიზაციებში) და ამ უცოდინრობით გამოწვეულ კომიკურ სიტუაციებს აღწერს ავტორი ოსტატურად თავის ნოველაში. ხოლო, დადგმის თვალსაზრისით საინტერესო ისაა, რომ ტექსტი პიესის კი არა, არამედ თავისი პირვანდელი ლიტერატურული ფორმით ჟღერს სპექტაკლში.

სპექტაკლის ხანგრძლივობა – 90 წუთი

მენიუ
X
X