ლერი პაქსაშვილი

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1963 წელს.  1963-1965 წწ. მთავარ რეჟისორად მუშაობდა ოზურგეთის, 1965-1967 წწ. – თელავის, 1967-1971 წწ.  სოხუმის (ქართული დასი), 1971-1973 წწ.  თბილისის ა. გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო თეატრებში; 1973-1974 წწ.  დამდგმელ რეჟისორად რუსთავის, 1974-1979 წწ. თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; 1979 წელს მისი ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით თბილისში დაარსდა სახელმწიფო დრამატული თეატრი (ამჟამად ს. ახმეტელის სახელობის); 1979-1986 წწ. იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი; 1986-1989წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი რეჟისორი იყო; 1989-1990     წწ. კი თბილისის კონსერვატორიასთან არსებული საოპერო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1992 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. – გვ.731-32

პრემიები და პრიზები:

1971 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

მენიუ