უამრავი ადამიანი გვეკითხება თუ სად მდებარეობს ჩვენი თეატრი?

ჩვენი თეატრი მდებარეობს დ.უზნაძის №68, დ. აღმაშენებლის გამზირის მიმდებარედ – დ.უზნაძისა და ჯ.კახიძის ქუჩების კვეთაზე, სადაც მრავლადაა ახალი საზოგადოებრივ–რეკრეაციული ზონები, ტურისტული მარშრუტები, მოედნები და გალერეები…

აღსანიშნავია, რომ ჟურნალმა Forbes-მა აღმაშენებლის გამზირი მსოფლიოში 12 საუკეთესო უბანს შორის დაასახელა.

ახლანდელი დ. უზნაძის ქუჩა XIX საუკუნის 20-იან წლებში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გერმანელი მოახალშენეების დასახლების შემდეგ წარმოიქმნა და თავდაპირველად მას სანაპირო ქუჩა ერქვა. 1990 წელს ქართველი ფილოსოფოსისა და ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებლის, დიმიტრი უზნაძის სახელი ეწოდა. ამ ქუჩაზე ცხოვრობდა სომეხი წარმოშობის კლასიკური მუსიკის კომპოზოტორი და დირიჟორი არამ ხაჩატურიანი. უზნაძის ქუჩაზეა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ალექსანდრე ალადაშვილის სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკა, მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი, წმინდა მიქაელ მთავარანგლოზის სახელობის ეკლესია და სხვ. შემონახულია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები.

ასეთ ლამაზ გარემოში უწევს მოღვაწეობა სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრს, რომლის უწყვეტი ტრადიცია 135 წელია გრძელდება.. თეატრის რეპერტუარშია როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე უცხოური და ქართული დრამატურგია.

დიმიტრი უზნაძის 68, თბილისი, საქართველო 0102

ID: 249251731                      

ელ-ფოსტა:

management@sokhumitheatre.ge

sokhumi.theatre@gmail.com

ბილეთები: +995 599 01 00 14

მენიუ