ოთარ მამფორია

დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პოეტი

დაიბადა 1924 წლის 1 იანვარს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1951 წელს, ხოლო შემდეგ მოსკოვის მ. გორკის სახელობის უმაღლესი ლიტერატურული კურსები.  ავტორია ლექსების, მოთხრობების, პიესებისა და საბავშვო მოთხრობების 50-მდე კრებულისა. თარგმნა ესენინი, ბლოკი, ევტუშენკო, პასტერნაკი.

წყარო: საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001152/

მენიუ