ლილი ხურითი

დაიბადა ქალაქ თბილისში 1961 წელს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, დრამის ფაკულტეტი, თეატრისა და კინოს მსახიობის სპეციალობით. 1982 წლიდან დღემდე არის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა მსახიობად შემდეგ თეატრებში: სამეფო უბნის თეატრი, ვაკის სარდაფი, სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თავისუფალი თეატრი, ლიტერატურული თეატრი, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტუდია (რადიოთეატრი).

2010 – 2013 წლებში მიჰყავდა გადაცემა – „კულტურის ერთი საათი“, მედია-კავშირი „ობიექტივი“.

 

შესრულებული როლები:

ჯესიკა – უ. შექსპირი „ვენეციელი ვაჭარი“ რეჟისორი: დ. ალექსიძე; შორენა – კ. გამსახურდია „დიდოსტატის მარჯვენა“ რეჟისორი: გ. ქავთარაძე; მელია ალისა – ა. ტოლსტოი ,,ბურატინოს თავგადასავალი“ რეჟისორი: ლილი ბულუხია; ელიზა დულიტლი – ბ. შოუ ”პიგმალიონი” რეჟისორი: კ. სურმავა; ნინა ზარეჩნაია – ა. ჩეხოვი  „თოლია“ რეჟისორი: გ. ქავთარაძე; ოქსანა – ნ. დუმბაძე „ერთი ცის ქვეშ“ რეჟისორი: გ. ქავთარაძე; ნადია – ბალეკი ჰამლოვა „აკაცია“ რეჟისორი: ო. შულაი; მარგარიტა – ჰ. იბსენი „ბრძოლა ტახტისთვის“ რეჟისორი: გ. ქავთარაძე; ხანიფა – დ. გულია   „აჩრდილები“ რეჟისორი: გ. ქავთარაძე;  ქალი – ჟ. კოკტო „ადამიანის ხმა“ რეჟისორი: ბ. ქავთარაძე; მსახიობი ქალი – „სამეფოო ძველთა-ძველო” აკ. წერეთელი რეჟისორი: ნ. ლორთქიფანიძე; ჟანა დარკი – ჟ. ანუი „ორლეანელი ქალწული” რეჟისორი: გ. სიხარულიძე; ნასტია – მ. გორკი „ფსკერზე” რეჟისორი: გ. ქავთარაძე; სერაფიმა – მ. ბულგაკოვი „სრბოლა” რეჟისორი: რ. სტურუა, დ. ხინიკაძე; მაშენკა – ვ. ნაბოკოვი  „ემიგრანტები” რეჟისორი: ლ. წულაძე; ვოლუმნია – უ. შექსპირი „კორიოლანოსი” რეჟისორი: ნ. ქანთარია; ზეინაბი – ალ. სუმბათაშვილ-იუჟინი ”ღალატი” რეჟისორი: გ. კაპანაძე; ანასტასია – დ. ზურაბიშვილი “მოგზაურობა სიზმარეთში“ რეჟისორი: გ. კიტია; ვიოლეტა – ე. რადინსკი ”ქალი ყვავილით” რეჟისორი: გ. ჟორდანია; „ზღვა, რომელიც შორია” გ. ოდიშარია რეჟისორი: თ. ჩხეიძე; ანა – ”ირმის უკანასკნელი ბღავილი” რეჟისორი: ნ. ლორთქიფანიძე; მედეა – ”მე მედეა” ევრიპიდესა და ოვიდიუსის მიხედვით რეჟისორი: ს. ჯოგლიძე; ნავიგატორი – ლ. ბუღაძე  ”ნავიგატორი” რეჟისორი: დ. საყვარელიძე; თინა – ნ. პტუშკინა ,,ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“ (ჭიათურის თეატრი); მარიკა – „სამშობლო“ თემურ ჩხეიძის სახელოსნო რეჟისორი: გ. ღონღაძე; ანა – ,,მეორე ნახევარი’’ თემურ ჩხეიძის სახელოსნო რეჟისორი: ვ. ხუციშვილი; ემა – ჰ. პინტერი „ღალატი“ რეჟისორი: დ. ანდღულაძე; ქალი – ჟ. კოკტო „თეთრი ოთახი” რეჟისორი: ბ. ქავთარძე, რ. სიხარულიძე; დრანა – ი. დორე „სეზარი და დრანა” რეჟისორი: რ. კობიაშვილი; ნაზის დედა – „ურჩთა სარეცელი“ ნაზი შამანაურის დღიურების მიხედვით; ინესი – ჟ. სარტრი „ცხრაკლიტული“ რეჟისორი: რ. სიხარულიძე; ოცდაათამდე რადიო სპქტაკლი რეჟისორი: ზ. კანდელაკი.

მენიუ