ლიანა მიქაშავიძე

დაიბადა 1939 წლის 28 სექტემბერს ქალაქ თბილისში. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. წლების განმავლობაში იყო აფხაზეთის ქალთა საბჭოს წევრი თბილისში და ქალაქის საბჭოს დეპუტატი სოხუმში. აფხაზეთის ომის პირველი დღიდან იყო დაჭრილ მეომართა დახმარებისა და ხსნის კომიტეტის წევრი.

არის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.

 

შესრულებული როლები:

ლელა – „მთაში ნათქვამი“; მზევინარი – „მოკვეთილი“; ფლორელა – „ცეკვის მასწავლებელი“; ჯები ედოლბორტი – „მარიამ ტიუდორი“; ინგებორგი – „ბრძოლა ტახტისთვის“; დედოფალი – „სამი მუშკეტერი“; ეკა შერვაშიძე – „ჰაკი აძბა“; დარეჯანი – „მარიამ დედოფალი“; ნუციკო – „სანამ ურემი გადაბრუნდება“; ლუგინდა – „ძალად ექიმი“; ნებიერ ხანუმ – „შაითან ხიხო“; ანიკო – „მარადისობის კანონი“; „ახალგაზრდა გვარდია“; განთიადი აქ კი წყნარია“; „პაემანი ცაში“ და სხვ.

პრიზები და ჯილდოები:

საქართველოსა და აფხაზეთის დამსახურებული არტისტი.

მენიუ