გიორგი (გოგი) ჩლაიძე

კომპოზიტორი

დაიბადა 1943 წლის 2 მარტს ქ. თბილისში.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1967 წელს (საფორტერპიანო), 1974 წელს (საკომპოზიციო).  1962–1970 წწ. ასწავლიდა ფორტეპიანოს თბილისის VI მუსიკალურ სკოლაში, 1971–1976 წწ. I სამუსიკო სასწავლებელში; 1978–1979 წწ. იყო თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე; 1981 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ტელერადიო მაუწყებლობის ახლგაზრდული გადაცემების მუსიკალური რედაქციის რედაქტორი; 1989–1991წწ. თბილისის თეატრ “ერქოს” მუსიკალური ხელმძღვანელი; 2005 წლიდან მუშაობს საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მთავარ დირიჟორად; დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი ორკესტრისათვის (1972), კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათის (1973), სამი სიმფონიური მინიატურა (1978); ვოკალურ–სიმფონიური და საგუნდო ნაწარმოებები – “სადღესასწაულო კანტატა”, სოლისტების, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1968), “ხუთი ხასიათი”, საგუნდო ციკლი საბავშვო გუნდისათვის ა კაპელა (1974), “ხუთი ნაღვლიანი სიმღერა”, მამაკაცის ხმის და ქალთა გუნდისათვის ა კაპელა (1975), სამი საბავშვო გუნდი ფორტეპიანოს თანხლებით (1979), ხუთი საბავშვო გუნდი ფორტპიანოს თანხლებით(1982); კამერულ–ინსტრუმენტული და კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები –  სამი იუმორესკა ფორტეპიანოსათვის(1967), “როგორ მიყვარხარ შენ”, რომანსი ხმისა და ფორტეპიანოსათვის (1967), ხუთი პიესა ფორტეპიანოსათვის (1970), “სონატა–ფანტაზია”, მაღალი ხმის, ფლეიტის, ვიოლონჩელოს, ტამტამისა და ფორტეპიანოსათვის(1980); ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – “დარისპანის გასაჭირი” (1975, ოპერა სამ მოქმედებათ), “ღვთაებრივი კომედია”( 1983, მიუზიკლი ორ მოქმედებათ); მუსიკა კინოფილმებისათვის.

 

პრიზები და ჯილდოები:

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

წყარო: საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00004634/

მენიუ