გია მარღანია

ქორეოგრაფი

1979 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. იმავე წელს  ჩაირიცხა ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში. 1992 წელს დაამთავრა მოსკოვის ხელოვნების საერთაშორისო სახელმწიფო ინსტიტუტი. ამ პერიოდში მუშაობდა საბალეტო ხელოვნების ვარსკვლავებთან: ა.ლიეპა, ნ.პავლოვა, ლ.სემენიაკა, ი.ლიეპა, ი.პოსოხოვი.

დადგმული აქვს რამდენიმე საბალეტო სპექტაკლი და საკონცერტო პროგრამა.  ქ. პერმის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განახორციელა გალა კონცერტი.              1992 წელს მიენიჭა სერგეი დიაგილევის სახელობის პირველი საერთაშორისო საბალეტო კონკურსის დიპლომანტის საპატიო წოდება,  1992 წლიდან დაინიშნა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარ ქორეოგრაფად, სადაც 16 სპექტაკლი განახორციელა.

პარალელურად თბილისის სხვადასხვა თეატრებში მოღვაწეობდა:

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი,

მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი,

სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი,

სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი,  მოზარდმაყურებელთა თეატრი,

თეატრალური სარდაფი რუსთაველზე,

ვაკის თეატრალური სარდაფი,

თითების თეატრი.

მენიუ