ედემი ხვიჩია
დაიბადა 1957 წელს გალის რაიონის სოფელ ჩხორთოლში. 1975-78 წლებში მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში ქ. სევერომორსკში. 1985 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, დრამის ფაკულტეტი, თეატრისა და კინოს მსახიობის სპეციალობით.
1985 წლიდან დღემდე არის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. დევნილობის პერიოდში რვა წელი მუშაობდა ქ. სენაკის ა. ხორავას სახელობის სახელმწიფო თეატრსა და ქ. სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ,,თეთრი ტალღა’’ მსახიობად.
შესრულებული როლები:
მილიციელი – კონსტანტინე გამსახურდია ,,მთვარის მოტაცება’’ რეჟისორი: გ. კაპანაძე; სტუმარი – ედუარდო დე ფილიპო ,,მილიონრები“ რეჟისორი: დ. საყვარელიძე; დირექტორი – ლ. ბუღაძე ,,ნავიგატორი’’ რეჟისორი: დ. საყვარელიძე; გურამი – გ. ქავთარაძე, რ. სტურუა ,,ბრალდება’’ რეჟისორი: გ. ქავთარაძე; კუკურა და ჯარისკაცი – ნ. დუმბაძე ,,ერთი ცის ქვეშ’’ რეჟისორი: გ. ქავთარაძე; თენგიზი – კ. ბუაჩიძე ,,მკაცრი ქალიშვილები’’ რეჟისორი: გ. ქავთარაძე; გამომძიებელი გაგუა – ნ. დუმბაძე ,,თეთრი ბაირაღები’’ რეჟისორი: ზ. მიქავა, გ. ქავთარაძე; მზარეული – ტოლსტოი ,,ბურატინო’’ რეჟისორი: გ. ქავთარაძე; თავადი – ჯ. იოსელიანი ,,მარიამ დედოფალი’’ რეჟისორი: მ. რატიანი; მამა – ლოპე დე ვეგა ,,ცეკვის მასწავლებელი“, რეჟისორი: დ. კობახიძე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: edemikhvichia@gmail.com