ბორის გამრეკელი
დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი
დაიბადა 1900 წლის 2 მაისს.
1922–1933 წწ. იყო თბილისის, ბათუმის, სოხუმის, ფოთისა და ჭიათურის თეატრების მსახიობი და რეჟისორი.
1933–1938 წწ. მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში რეჟისორად, 1939–1941 წწ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, ხოლო 1944–1977 წწ. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში.
პრიზები და ჯილდოები:
1965 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
1938 – საქართველოს დამსახურებული არტისტი
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.542