ANTImedea

სპექტაკლი დაიდგა “თბილისის ახალი დრამის ფესტივალის” ფარგლებში.

ტექსტი​ — ლაშა ბუღაძე

რეჟისორი​, ​სცენოგრაფი​ — გურამ მაცხონაშვილი

კომპოზიტორი​ — Hamatsuki

სპექტაკლის შესახებ: გეშინია უცხოსი, რადგან ყველა უცხოა. გეშინია ცოლის. გეშინია ქმრის. გეშინია შვილების. გეშინია საკუთარი მამის. გეშინია საკუთარი ქალიშვილის. გეშინია ადამიანების. გეშინია საკუთარი თავის. გეშინია ოდესღაც არასაშიშის. გეშინია ქვეყნის. გეშინია ხალხის. გეშინია 17 წელი… 30… 14… თუ 25 საუკუნე? რამდენი ხანია, რაც საშიშია მედეა?

მოქმედი  პირნი  და შემსრულებელნი:

მედეა​ — ლილი ხურითი, იასონი​ — ირაკლი გოგოლაძე, გლაუკე​ — ანი იმნაძე, კრეონი​ — არჩილ ბარათაშვილი, ძიძა​ — თეა კიწმარიშვილი, მოსამართლე​ — ირაკლი ჩხიკვაძე, ქორო ​— უსიტყვო მოწმეები და გულშემატკივრები.

მენიუ