სხვა საქართველო სად არი?!
ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი – მერაბ ყოლბაია
მხატვარი – თეო კუხიანიძე
მუსიკალური გაფორმება – გიორგი ჯიქია
ვოკალი – ვეზდენ ოკუჯავა
სასცენო მოძრაობა – ირაკლი ბიბილური
რეჟისორის თანაშემწეები – ლეილა მურღულია, სვეტლანა გოგოხია
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ხმა – მერაბ ყოლბაია, დამპყრობელი – პაატა ვახტანიშვილი, ფესვი – რამაზ ხომასურიძე, მუზა – ნინო შავგულიძე, მომღერალი გოგონა – მარიამ ყოლბაია.
სპექტაკლის შესახებ: ჩვენს მიზანს წარმოადგენს, ერთად მოვუყაროთ თავი გამოჩენილ პოეტთა იმ ლექსებს, რომლებიც სამშობლოს სიყვარულს, ქალ-ვაჟთა ტრფიალს, თავისუფლებისადმი სწრაფვასა და საქართველოს ორი ძირძველი კუთხის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ქვეყნიდან მოწყვეტის უდიდეს ტრაგედიას შეეხება.
ინსცენირებაში ჩართულია აფხაზ პოეტთა ლექსებიც.
პრემიერა შედგა 2014 წელს, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე.