ნავიგატორი
პიესის ავტორი – ლაშა ბუღაძე
სპექტაკლის ავტორი – დავით საყვარელიძე
რეჟისორის თანაშემწე – სვეტლანა გოგოხია
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: როსტომი – ბადრი ბეგალიშვილი, ნავიგატორი – ლილი ხურითი, ემზარი – ნიკა წერედიანი, აკრბა – დავით ბერაძე, დირექტორი – ედემ ხვიჩია, კლარა – ნანა ხურითი, მამა – ბესარიონ ქარჩავა, ჯაყელი – გიორგი გასვიანი, დამლაგებელი – იზოლდა ბოკუჩავა.
სპექტაკლის აღწერა: ეს არის ტრაგიკომედია, რომელიც ადამიანის გაუცხოებასა და მარტოობაზე მოგვითხრობს. რადიოპიესის ფორმით დაწერილი დრამის აბსურდულობამდე მისული, ამავდროულად, რეალური სიუჟეტი დინამიკურად ვითარდება და ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე. 2011 წლის შემოდგომაზე პიესამ BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს თაოსნობით გამართულ რადიოპიესების კონკურსში გაიმარჯვა, ამავე წლის ბოლოს დაიდგა BBC-ს რადიოში.
პრემიერა შედგა: 2014 წლის 26 ივნისს, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე.