ნაბუშრები 

მარტინ მაკდონაჰის „ობოლი დასავლეთი“-ს მიხედვით

ერთი მოქმედება

ტექსტის ავტორი – ზურაბ სამადაშვილი

რეჟისორი – გიორგი ქანთარია

მხატვარი – არჩილ მაისურაძე

რეჟისორის თანაშემწე – მარინა კიკალიშვილი

მოქმედი  პირნი  და შემსრულებელნი: მამა იობი – დიმა ჯაიანი (ბოლო შესრულებული როლი), ბეღო – მერაბ ყოლბაია, ტახო – ბადრი ბეგალიშვილი, ქეთი – ვერიკო კალანდია.

რეჟისორის კომენტარი:  თუ თავს დავაჯერებთ, რომ კაენის მოდგმისანი ვართ და აქ არაფერი გაეწყობა, მაშინ იწყება შეუქცევადი პროცესი, ცოდვას, ცოდვა მოსდევს და ეს ყველაფერი ყოველდღიურ საქმიანობად გადაიქცევა. ზურაბ სამადაშვილის პიესა, სწორედ ამ პრობლემას ეხმაურება. ეს არის თანამედროვე იგავი, რომელიც მოყოლილია მსუბუქად, გაჯერებულია იუმორით და ეხმიანება დღევანდელ ქართულ რეალობას.

პრემიერა შედგა 2017 წლის 11 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში.

 

მენიუ