ბადრი წერედიანი
დაიბადა 1976 წლის 27 ივნისს.
1996-2004 წლებში იყო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის, მსახიობი. 2002 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამის ფაკულტეტი, სპეციალობა: დრამის რეჟისორი. 2002-2004 წლებში სწავლობდა თემურ ჩხეიძის შემოქმედებით სახელოსნოში. 2004-2010 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, მსახიობის ოსტატობაში. 2010 წელს ხდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (შემოქმედებითი პედაგოგიკა-მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნება). 2013 წლიდან დღემდე არის ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში განხორციელებული სპექტაკლები:
„ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“, ავტორი: ლუიჯი პირანდელო, რეჟისორი: ბადრი წერედიანი.
„ზღვა,რომელიც შორია“, ავტორი: გურამ ოდიშარია, დამდგმელი რეჟისორი თემურ ჩხეიძე, ასისტენტ-რეჟისორი: ბადრი წერედიანი.