ოთარ პერტახია

სცენარისტი, დრამატურგი

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოფაკულტეტი სცენარისტის სპეციალობით (ერლომ ახვლედიანის სახელოსნო). მონაწილეობდა  ტრენინგში IFA-SC – სამხრეთკავკასიის კინოპროექტებისა და სცენარების განვითარება და ტრენინგ-სემინარში “თანამედროვე ევროპული კინოწარმოება და კინოინდუსტრია”, პროგრამა AVANTI-ს ფარგლებში, ორგანიზებული შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ. არის არაერთი გახმაურებული პიესის, სრულმეტრაჟინი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების სცენარის ავტორი. 2014 წელს მისი სცენარით გადაღებული აზერბაიჯანული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის Down the River /რეჟ. ასიფ რუსტამოვი/, მსოფლიო პრემიერა შედგა კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში East of the West. ფილმს მიღებული აქვს  არაერთი  საერთაშორისო პრემია, მათ შორის ლოს-ანჯელესის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ფილმების  ფესტივალის SEEfest  ჯილდო საუკეთესო  დებიუტისთვის (აღნიშნული ფესტივალი ტარდება ამერიკის კინოაკადემიის განსაკუთრებული მხარდაჭერით); ვენის  საერთაშორისო კინოფესტივალის LET’S CEE ჟიურის სპეციალური ჯილდო – პერსპექტიული დებიუტისთვის; ასევე აზერბაიჯანის პროფესიონალ რეჟისორთა, მსახიობთა და პროდიუსერთა ნაციონალური გილდიის მთავარი ჯილდო “გიზილ  პერი” (“ოქროს ნიმფა”) საუკეთესო დებიუტისთვის და სხვ.

2013 წელს დრამატურგების საერთაშორისო ფესტივალზე “Restoration of the Present”(სომხეთი, ქ. ერევანი),  მისი პიესა “ლიფტში” ფესტივალის აღმოჩენად დასახელდა და კრიტიკის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

2020 წელს ეკრანებზე გამოდის  კინოსტუდია “ქართული ფილმის” მასშტაბური ქართულ-თურქული კოპროდუქცია, პირველი ქართულ-თურქული მხატვრული ფილმი “ხიდი”, რომლის სცენარის ავტორია ოთარ პერტახია, რეჟისორი – ერეკლე ბადურაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Fill out this field
Fill out this field
გთხოვთ შეიტანოთ სწორი ელფოსტის მისამართი.

მენიუ
X
X