ნინო ჩიტაიშვილი

მხატვარი

1989 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. გაფორმებული აქვს 50-ზე მეტი სპექტაკლი თბილისის კ. მარჯანიშვილის, მ. თუმანიშვილის, ოპერისა და ბალეტის, მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თეატრალურ სარდაფში, ჰააგის თეატრში და სხვ. მოწყობილი აქვს ოთხი პერსონალური გამოფენა, ასევე მონაწილეობს ჯგუფურ და თემატურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ნიდერლანდებისა და სხვ. კერძო კოლექციებში. გაფორმებული აქვს ასევე რამდენიმე წიგნი, მათ შორის მნიშვნელოვანია “საბავშვო ვეფხისტყაოსანი” და “ქართული ჯადოსნური ზღაპრები”.

სოხუმის . გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაფორმებული სპექტაკლები:

“მოგზაურობა სიზმარეთში” დავით ზურაბიშვილი, 2001.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Fill out this field
Fill out this field
გთხოვთ შეიტანოთ სწორი ელფოსტის მისამართი.

მენიუ
X
X