მედეა კუჭუხიძე

პედაგოგი, რეჟისორი

1961 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ხელმძღვანელი მ. თუმანიშვილი). 1962-71 და 1999-2003 პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახ. უნივერსიტეტში. 1964-იდან მარჯანიშვილის თეატრში დამდგმელი რეჟისორია. კ-ის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: მარჯანიშვილის თეატრში: ვ. კანდელაკის “სოკრატე”, ლ. თაბუკაშვილის “ძველი ვალსი”, ჩ. დიკენსის “დიდი იმედები”, ლ. როსებას “პრემიერა” და “პროვინციული ამბავი”, ჯ. იოსელიანის “ტაკიმასხარა” და “საქართველოს უკანასკნელი დედოფალი”, გონძა მონ ჩიკამაცუს “შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე”, ლ. ტოლსტოის “ანა კარენინა”, კ. ჩაპეკის “დედა”, გ. ხუხაშვილის “მთაწმინდის მთვარე”, ე. დე ფილიპოს “კომედიის ხელოვნება”, ა. მიუსეს “სიყვარული სახუმარო არ არის”, რ. გაბრიაძის, პ. ჩარკვიანის “ფეოლა”, პ. კაკაბაძის “სამი ასული”, “ტყის ქალები” და “პორტოპოლოს ტუსაღები”, ნ. ლორთქიფანიძის “ჟამთა სიავე”, ლ. მალაზონიას “რეფორმატორი” და “მგზავრები”, კ. გოცის “ლურჯი ურჩხული”, ტ. უილიამსის “იგუანას ღამე”, ა. აფიონოგენოვის “შიში”, რ. კლდიაშვილის “საპოვნელა”, კ. ვოიტილას “ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ”, ძი-იუნის “დიადი მცირეში” და სხვ.

სოხუმის ქართულ თეატრში: 

ე. შვარცის “თოვლის დედოფალი”, ვ. კორასტილიოვის “მე მჯერა შენი”, ნ. დუმბაძის “მე ვხედავ მზეს”, ამერიკული ვოდევილი – „ოჯახური აურზაური“.

სანკულტურის თეატრში: ბლაჟეკის “უხვი საღამო”. გრიბოედოვის თეატრში: ფ. გუდრიჩის, ა. ჰაკეტის “ანა ფრანკის დღიური”, ე. რაძინსკის ,,სიყვარულის 104 ფურცელი’’, რუსთაველის თეატრში: ტ. უილიამსის “შუშის სამხეცე”, რ. კლდიაშვილის ,,შორაპნელი ქალბატონები’’, მოზარდმაყურებელთა თეატრში: ე. ჰოფმანის ,,პატარძლის ამორჩევა’’. კ. ავტორია პიესების: “ყბედი თუთიყუში” და “ზღაპარ იყო”. მას ეკუთვნის სამეცნიერო შრომები: “მსახიობის ინდივიდუალობა”, “თანამედროვე თეატრის სტანდარტიზაცია”, “თეატრალური მიმდინარეობა ანტიშექსპირიზმი”, “XX ს.-ის დასაწყისის ავანგარდთან შერწყმული ევროპული პოსტმოდერნიზმის ეპიგონური გამოხმაურებები ქართულ თეატრში”, “ნიკო ჭავჭავაძის აქსიოლოგია”, “ერდემონოლოგია”, “ტანჯვის აზრი”, “წესრიგი ქაოსიდან” (ილია პრიგოჟინისა და ი. სტენგერსის მიხედვით). კ.-ის ინიციატივით 1987 წ. თბილისში მოეწყო “კაბუკის” თეატრის გასტროლები. კ.-ს შესრულებული აქვს როლები: ნორა ბერკი (ჯ. სინგის “ბინდი ველზე”; თეატრალური ინსტიტუტი, 1957), კამილა (ა. მიუსეს “სიყვარული სახუმარო არ არის”; მარჯანიშვილის თეატრი, 1969), მერეი (ა. კრონინის “იუპიტერი იცინის”; სატელევიზიო დადგმა, საქართველოს ტელევიზია, 1970). სპექტაკლისათვის “პროვინციული ამბავი” დაჯილდოვდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Fill out this field
Fill out this field
გთხოვთ შეიტანოთ სწორი ელფოსტის მისამართი.

მენიუ
X
X