ლევან მირცხულავა

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1956 წელს.  სხვადასხვა წლებში მუშაობდა: სოხუმის ქართულ დასში (1957-1962 წწ. რეჟისორად, 1962-1965 წწ. მთავარ რეჟისორად), მარჯანიშვილის (1965-1968 წწ. რჟისორად, 1968-1970 წწ. მთავარ რეჟისორად), რუსთაველის(1970-1975 წწ.), რუსულ მოზარდ მაყურებელთა (1975-1981წწ. მთავარ რეჟისორად), გრიბოედოვის (1988-1990 წწ. სამხატვრო ხელმძღვანელად), ფოთის (1985-1988 წწ. სამხატვრო ხელმძღვანელად) თეატრებში. ლ. მირცხულავა 1981-1988 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი რეჟისორი. ის მრავალი წლის მანძილზე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თეატრალურ  ინსტიტუტში, 1984 წელს აირჩიეს სამსახიობო ოსტატობის კათედრის პროფესორად, ხოლო 1992 წლიდან ამავე კათედრის გამგედ. 1995 წელს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის დაფუძნებისთანავე იგი დაინიშნა რექტორად, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1998 წლამდე. რექტორად მუშაობის პერიოდში ლევან მირცხულავამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინსტიტუტის ორგანიზაციული, სტრუქტურული, აკადემიური და მატერიალურ – ტექნიკური პრობლემების გადასაწყვეტად. მისი რექტორობის პერიოდში ხელოვნების ინსტიტუტმა არამარტო ბათუმში, საქართველოში დაიმკვიდრა ერთ – ერთი მოწინავე უმაღლესი სახელოვნებო საგანმანთლებლო  დაწესებულების ადგილი. იმავე პერიოდში  ლევან მირცხულავა სათავეში ედგა დრამისა და რეჟისურის კათედრას. გამოშვებული ჰყავს არაერთი სამსახიობო და სარეჟისორო ჯგუფი. მისი ხელმძღვანელობით დადგმული სადიპლომო სპექტაკლები შევიდა ბათუმის დრამატული თეატრის რეპერტუარში.

პრემიები და ჯილდოები:

1972 – საქართველოს სახალხო არტისტი

1970 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

მემედ აბაშიძის სახელობის პრემია

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.- გვ.33;

http://batu.edu.ge/main/page/1384/index.html

http://old.batu.edu.ge/index.php?rf=shownews&news=294&lang=ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Fill out this field
Fill out this field
გთხოვთ შეიტანოთ სწორი ელფოსტის მისამართი.

მენიუ
X
X