კირა მებუკე

დაბადების თარიღი: 19 მაისი, 1952.

1968 წელს სწავლობდა პანტომიმის სტუდიაში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალული ინსტიტუტის დრამის სამსახიობო ფაკულტეტი, დრამის მსახიობის სპეციალობით 1974 წელს.  1970 წლიდან მუშაობდა პანტომიმის თეატრში მსახიობად. 1982 წლიდან იყო პანტომიმის თეატრის მთავარი რეჟისორი. 1983 წლიდან ასწავლიდა პანტომიმასა და პლასტიკას შოთა რუსთაველის თეატრალურ უნივერსიტეტში. შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრში დადგმული აქვს 4 სპექტაკლი და 15 ნოველა. თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, სოხუმის დრამატული თეატრების სცენაზე ხელმძღვანელობდა სპექტაკლის სადადგმო ნაწილს პლასტიკასა და ქორეოგრაფიაში. კირა მებუკე იყო პირველი ქართველი მიმი ქალი – მსახიობი, რომელმაც შეცვალა პანტომიმის ჟანრის მიმართულება და ქართული სტილით წაიყვანა პანტომიმის განვითარება. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული პანტომიმის განვითარებაში. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის  დოცენტი (2004),  ასოცირებული პროფესორი სამსახიობო (პანტომიმის თეატრის მსახიობის) მიმართულებით (2006). მიღებული აქვს პრიზი ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის (1979), ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის მედალი (ქართული თეატრის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, 2018).

ჯილდოები და პრიზები:

2002 – ღირსების ორდენი

1999 – ღირსების მედალი

1981 – საქართველოს დამსახურებული არტისტი

წყარო: საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00013748/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Fill out this field
Fill out this field
გთხოვთ შეიტანოთ სწორი ელფოსტის მისამართი.

მენიუ
X
X