ჯანო იზორია

დაიბადა 1980 წლის 17 მაისს, ქალაქ გალში. 2003 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2005 წლიდან მუშაობს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. არის მოწვეული მსახიობი კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

შესრულებული როლები:

იაკიში – ხანოხ ლევინი „იაკიში და პუპჩე“ რეჟისორი: დ. საყვარელიძე; არზაყანი – კ. გამსახურდია „მთვარის მოტაცება“ რეჟისორი: გ. კაპანაძე; დონ ჯუზეპე -„ოპერა მაფიოზო“ რეჟისორი: გ. გოშაძე;  მიშელი – „სიმართლე“ რეჟისორი: ნ. ბურდული; რაბინი – „ურიელ აკოსტა“ რეჟისორი: კ. მარჯანიშვილი; სალიერი – „აგნუს დეი“ (მოცარტი და სალიერი) რეჟისორი: დ. ჩხარტიშვილი; ადვოკატი – „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ რეჟისორი: დ. ჩხარტიშვილი; ანდრო, ლანსკი და სტორარო – გ. ნახუცრიშვილ,. ხ. ბედელაძე  ,,როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი“; ბუა – ,,ბუა“ მოლარაშვილი;  პილონი – ,,პილონი“ დ. კლდიაშვილი; პოლაკოვი – ,,მორფი“ მ. ბულგაკოვი; მოხუცი – ,,ზვავი“  თუჯენ ჯუნჯერ ოღლუ; არჩილი – ლ. ბუღაძე ,,თეატრი“;  კაცი – პ. ვაისი ,,ვირთხებზე ნადირობა“;  ჯენარო – ბ. რანდონი. ჯ. მაროტა  ,,ქვრივთა ნუგეშისმცემელი“; პავლო – რუდკოვსკი ,,ანა და ანანასი“; ძმა – ვ. მეშლივსკი ,,ჩემს ბაღში ომია“;  ვახტანგ დოლია – ი. რეზა, პ. ციკოლია  ,,ხრამუნა“; აგენტი – „ფარენჰაიტი“ რ. ბრედბერი;  ჰენრიხი – შვარცი  ,,დრაკონი“;  ჯუჯა – „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“; ყვავი „საახალწლო“; წამყვანი – ბ. ბრეხტი ,,დედა კურაჟი და მისი შვილები“;  კაცი – დ. ჯანჯიჩი ,,ყვითელი დღეები“; მატო – დარიო ფო „ერთი ანარქისტის შემთხვევითი სიკვდილი“; პოზდნიშევი – ლ. ტოლსტოი „კრეიცერის სონატა“; მოქალაქე – ბ. ჯანიკაშვილი „დიქტატურა“; წამყვანი – „ერთხელ საქართველოში“ რეჟისორი: ნ. საბაშვილი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ. ფოსტა: janoizoria80@gmail.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Fill out this field
Fill out this field
გთხოვთ შეიტანოთ სწორი ელფოსტის მისამართი.

მენიუ
X
X