დავით ბერაძე

დაიბადა ქალაქ თბილისში 1978 წელს. 1999 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, დრამის ფაკულტეტი, თეატრისა და კინოს და გახმოვანებისა და დუბლირების მსახიობის სპეციალობით.
1999 წლიდან დღემდე არის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. მუშაობს ეროსი მანჯგალაძის სახელობის რადიო თეატრსა და სანო სტუდიაში.
.

შესრულებული როლები:

პუპჩეს მამა – ხანოხ ლევინი „იაკიში და პუპჩე“ რეჟისორი: დ. საყვარელიძე; შარდინ ალიშბაია – კონსტანტინე გამსახურდია „მთვარის მოტაცება” რეჟისორი: გ. კაპანაძე; გიორგი – დ. ზურაბიშვილი „მოგზაურობა სისზმარეთში“ რეჟისორი: გ. კიტია; მოქალაქე – შექსპირი „კორიოლანუსი“რეჟისორი: ნ. ქანთარია; აკრბა – ლაშა ბუღაძე „ნავიგატორი“ რეჟისორი: დ. საყვარელიძე; ფედერიკო – ედუარდო დე ფილიპო „მილიონერები“ რეჟისორი: დ. საყვარელიძე; ახალგაზრდა დუმბაძე და ჭინკა – ნ. დუმბაძე „მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“ რეჟისორი: გ. თავაძე; სოლიკო – თამაზ ჭილაძე „სიზმრების ახსნა“ რეჟისორი: დ. მღებრიშვილი; თავერა – ნ. დუმბაძე „მზიანი ღამე“ რეჟისორი: ნ. დემეტრაშვილი; ფელდფებელი – ბ. ბრეხტი „დედილო კურაჟი“ რეჟისორი: ნ. დემეტრაშვილი; მაგოემონი – ჩიკამაცუ „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ რეჟისორი: ქ. ხარშილაძე; ყმაწვილი ლადო – ო. მამფორია „ირმის უკანასკნელი ბღავილი“ რეჟისორი: ნ. ლორთქიფანიძე; მწერალი – ჟ. ამადუ „კინკასი, წყალია ოხერი“ რეჟისორი: გ. თავაძე; ოსიკო – დავით კლდიაშვილი „დარისპანის გასაჭირი“ რეჟისორი: კ. აბაშიძე, მ. თუმანიშვილი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

E-mail: beradze.david@gmail.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Fill out this field
Fill out this field
გთხოვთ შეიტანოთ სწორი ელფოსტის მისამართი.

მენიუ
X
X