გოჩა კაპანაძე

მსახიობი, რეჟისორი

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1986 წელს; 1995 წელს პარიზის პიტერ ბრუკის საერთაშორისო თეატრალური ცენტრის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1986 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია; 1993 წლიდან თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის პედაგოგი; მონაწილეობდა სპექტაკლებში: “სამანიშვილის დედინაცვალი” (არისტო, ცხენი), “ჰამლეტი” (პოლონიუსი, მესაფლავე), გადაღებულია ფილმებში; წლების განმავლობაში თბილისის აზერბაიჯანული თეატრს ხელმძღვანელობდა; მის შემოქმედებას კარგად იცნობენ აზერბაიჯანში, ბაქოში რამდენიმე სპექტაკლი აქვს დადგმული; 1996 წელს ნიუ-იორკში, ბროდვეიზე გაიმართა მისი სპექტაკლის “ჩემოდანის” პრემიერა; სხვადასხვა თეატრებში დადგმული აქვს სპექტაკლები: “მზის დაბნელება საქართველოში”, “მოხუცი ჯამბაზები”, “ერთი, ორი, სამი”, “ბედი წარმავალთა”, “დარისპანის გასაჭირი”, “საქართველოს უკანასკნელი დედოფალი”, “აზნაურები?!”, “მატარებელი”, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, “უჩინმაჩინის ქუდი”.

სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგმული სპექტაკლები:

მთვარის მოტაცება, კონსტანტინე გამსახურდია, რეჟისორი: გოჩა კაპანაძე;

გუშინდელნი, შალვა დადიანი, რეჟისორი: გოჩა კაპანაძე;

ღალატი, ალექსანდრე სუმბათაშვილი, რეჟისორი: გოჩა კაპანაძე.

ჯილდოები და პრიზები:

2013 – აზერბაიჯანის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე;

პაკისტანის I საერთაშორისო დრამატული თეატრების ფესტივალი, გრან-პრი;

ქ. ბრისტოლის (ინგლისი) საპატიო მოქალაქე.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

დავით ანდღულაძე
გიორგი (გოგი) ქავთარაძე
მენიუ
X
X