ბადრი წერედიანი

დაიბადა 1976 წლის 27 ივნისს.

1996-2004 წლებში იყო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის, მსახიობი. 2002 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამის ფაკულტეტი, სპეციალობა: დრამის რეჟისორი. 2002-2004 წლებში სწავლობდა თემურ ჩხეიძის შემოქმედებით სახელოსნოში.  2004-2010 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, მსახიობის ოსტატობაში.    2010 წელს ხდება  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (შემოქმედებითი პედაგოგიკა-მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნება).    2013 წლიდან დღემდე არის ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში განხორციელებული სპექტაკლები:

„ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“, ავტორი: ლუიჯი პირანდელო, რეჟისორი: ბადრი წერედიანი.

„ზღვა,რომელიც შორია“, ავტორი: გურამ ოდიშარია,  დამდგმელი რეჟისორი თემურ ჩხეიძე, ასისტენტ-რეჟისორი: ბადრი წერედიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Fill out this field
Fill out this field
გთხოვთ შეიტანოთ სწორი ელფოსტის მისამართი.

მენიუ
X
X