თენგიზ ჯაიანი

კომპოზიტორი

დაიბადა 1937 წლის 12 იანვარს ქ. თბილისში.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1960 წელს (საორკესტრო განყოფილება), 1978 წელს (საკომპოზიციო).  1959–1973 წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის “რერო”-ს პიანისტი და დირიჟორი; 1973–1978 წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს საესტრადო ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1978 წლიდან ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე; დაწერილი აქვს: ნაწარმოებები საესტრადო ორკესტრისათვის – “აფხაზეთის ღამეები” (1966), “მხიარული განწყობილება” (1973), “ხევსურეთში” (1974), “მხოლოდ შენ ერთს” (1977); საესტრადო სიმღერები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის.

წყარო: საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00004163/

Menu