ნათია ბუნტური

ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 2002-2004 წლებში სწავლობდა ბოსტონის საბალეტო სკოლაში, 2004-2005 წლებში კი – ჯოფრის საბალეტო სკოლაში (ნიუ-იორკი).  2005-2008 წლებში პენსილვანიის ბალეტის (აშშ) დასის მოცეკვავე იყო.  2008-2012 წლებში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის მსახიობი გახდა.  2010 წლიდან მონაწილეობს მარიამ ალექსიძის დამოუკიდებელ ქორეოგრაფიულ პროექტებში, გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდისა და რუსთაველის თეატრის ერთობლივ პროექტებში.  2015 წლიდან მაკა მახარაძის ბავშვთა საბალეტო სტუდიის ბალეტის პედაგოგია.  2015 წლიდან ნათია ბუნტური ახორციელებს ქორეოგრაფიულ დადგმებს.  2016 წელს მიწვეული იყო “5 Statione” , “Sculptures in Motione”, and “code” (გერმანია), სოსანის ცეკვის თეატრის პროექტებში მონაწილეობის მისაღებად. ძირითადი საქმიანობის პარალელურად ნათია ბუნტური არის ტელეწამყვანი, ფოტომოდელი და კინომსახიობი.  2016 წლიდან ნათია ბუნტური გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წამყვანი სოლისტი გახდა.  აქვს დადგმული როგორც საბავშვო ისე პროფესიონალური მინიატურები, როგორც სოლო ისე საგუნდო. 2019 წლის ივნისს შედგა პრემიერა მისი პირველი სრული საბავშვო თანამედროვე ბალეტისა “მადმუაზელ მე..!”,  და მისი მეორე საბავშვო ბალეტი ბეთჰოვენი მე-4 საფორტეპიანო კონცერტზე, “შობის ვარსკვლავი”. ასევე დგამს ქორეოგრაფიას დრამატული თეატრისთვის, მათ შორის: “ბეჭდის და მოჭრილი თითის ამბავი” / “წითელი კარვების ამბავი” ავტორი: პაატა ციკოლია, შემოქმედებითი გუნდი: ანუშკა ჩხეიძე, თამრი ოხიკიანი, ნათია ბუნტური.  გ. ერისთავის სახელობის  თეატრი, “შეცვალე”,  რეჟისორი: დავით ჩხარტიშვილი.  სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, “ტროა, დაკარგული სამოთხე” რეჟისორი: გამზე თანრივერმიში. ილიაუნის თეატრი, “ჯადოსნური სკივრი”. რეჟისორი: კხაბერ შარტავა  და სხვა.

მენიუ