ნანა ხურითი

დაიბადა ქალაქ თბილისში 1964 წელს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, დრამის ფაკულტეტი, თეატრისა და კინოს მსახიობის სპეციალობით. 1986 წლიდან დღემდე არის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა მსახიობად შემდეგ თეატრებში: სამეფო უბნის თეატრი, მეტეხის თეატრი, სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ლიტერატურული თეატრი, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტუდია (რადიოთეატრი).

 

შესრულებული როლები:

ნუნუ ექიმი – ნ. დუმბაძე „თეთრი ბაირაღები“ რეჟისორი: გ. ქავთარაძე, ზ. მიქავა; ბურატინო – ტოლსტოი ”ბურატინოს თავგადასავალი” რეჟისორი: გ. ქავთარაძე, ზ. მიქავა; ნატაშა (სტუდენტი) – მ. გორკი „ფსკერზე“ რეჟისორი: გ. ქავთარაძე; მიდა, რადა – ნ. დუმბაძე „ერთი ცის ქვეშ“ (ბოშები და ჰელადოსის მიხედვით) რეჟისორი: გ. ქავთარაძე; მერი – ნ. დუმბაძე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ რეჟისორი: გ. ლორთქიფანიძე; სატრფო – აკ. წერეთლის პოეზიის მიხედვით ”სამეფოო ძველთა ძველო” რეჟისორი: ნ. ლორქიფანიძე; ნორა – გ. გამსახურდია ,,მუნჯის სიზმრები“ რეჟისორი: ბ. ქავთარაძე; შარლის საყვარელი – ჟ. ანუი ”ორლეანელი ქალწული” რეჟისორი: გ. სიხარულიძე; ჯეორჯინა – ე. ბონდი ”ვიწრო ბილიკი ჩრდილოეთისკენ” რეჟისორი: დ. საყვარელიძე; ლუსკა – მ. ბულგაკოვი “სრბოლა” რეჟისორი: რ. სტურუა, დ. ხინიკაძე; ნატალი – ვ. ნაბოკოვი „ემიგრანტები“ რეჟისორი: ლ. წულაძე; რუქაია -სუმბათაშვილ – იუჟინი „ღალატი“ რეჟისორი: გ. კაპანაძე; კაროჟნა – დ. კლდიაშვილი „,დარისპანის გასაჭირი“ რეჟისორი: კ. აბაშიძე; ელეონორა – უ. შექსპირი „კორიოლანოსი“ რეჟისორი: ნ. ქანთარია;  გერი – ლ. პირანდელო ,,ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი” რეჟისორი: ბ. წერედიანი; ფერია – დ. ზურაბიშვილი” მოგზაურობა სიზმარეთში” რეჟისორი: გ. კიტია; დედა – ო. მამფორია, ნ. აგიაშვილი რეჟისორი: ნ. ლორთქიფანიძე; ფროი ლაინ არიშიანი – კ. გამსახურდია „ეწერში მდგარი თხმელა“ რეჟისორი: გ. თავაძე; კლარა – „ნავიგატორი” ლ. ბუღაძე რეჟისორი: დ. საყვარელიძე; თამრიკო – „სამშობლო” თემურ ჩხეიძის სახელოსნო რეჟისორი: გ. ღონღაძე; მზევინარი, გულსუნდა – (ვაჟა-ფშაველა „სტუმარ-მასპინძელი“, „მოკვეთილი“) რეჟისორი: ც. ნაკაშიძე; ქალი – „ჰამლეტიკა” რეჟისორი: მორგან ნარდი (იტალია); დულსინეა – ვასერმანი და დეირონი „ლამანჩელი“ რეჟისორი: გ. ლორთქიფანიძე; ნაზი – ,,ურჩთა სარეცელი“ ნაზი შამანაურის დღიურების მიხედვით; აღაზა –  ვაჟა-ფშაველა  „სტუმარ-მასპინძელი“ რეჟისორი: ბ. წერედიანი; ქალი – ხ. ბორხესი „მეძავი ქალი“ რეჟისორი: ა. ენუქიძე, სატელევიზიო სპექტაკლი; ესტელი –  ჟ. სარტრი „ცხრაკლიტული“ რეჟისორი: რ. სიხარულიძე; ოცდაათამდე რადიო სპექტაკლი რეჟისორი: ზ. კანდელაკი.

მენიუ