ლონდა კაცია

დაიბადა 1961 წლის 27 თებერვალს ქალაქ სოხუმში. 1985 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, დრამის ფაკულტეტი, თეატრისა და კინოს მსახიობის სპეციალობით.

1985 წლიდან დღემდე არის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.

 

შესრულებული როლები:

ბუჭუ, მდივანი – დ. ზურაბიშვილი “მოგზაურობა სიზმარეთში” რეჟისორი: გ. კიტია; ბოშა ქალი – ნ. დუმბაძე “ბოშები”; ნინა – ვ. ნაბოკოვი “ორი ნოველა”; ფოსინე – კ. ბუაჩიძე “მკაცრი ქალიშვილები” რეჟისორი: გ. ქავთარაძე; ცირა – ო. მამფორია “ირმის უკანასკნელი ბღავილი”; ბოშა ქალი – კ. გამსახურდია “ეწერში მდგარი თხმელა” რეჟისორი: გ. თავაძე; მზია – ნ. დუმბაძე “მე ბებია ბაბუა და ჭინკები” რეჟისორი: გ. თავაძე; ედუარდო დე ფილიპო “მილიონრები” რეჟისორი: დ. საყვარელიძე; ანამარია – ჰენრიკ იბსენი “თოჯინების სახლი”.

.

მენიუ