ეკატერინე არჩაია
დაიბადა ქ. სოხუმში 1977 წლის 4 მარტს. 1990 წელს ჩაირიცხა სოხუმის პირველ ქართულ თეატრალურ სტუდიაში “თეთრი ტალღა“, რომელიც ამავე წელს ჩამოყალიბდა.
1996-1999 წლებში სწავლობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტში, გერმანული ენის ფაკულტეტზე. 2003 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რეზო ჩხეიძის სახელოსნო (პირველი კინოსამსახიობო ჯგუფი). 2003-2005 წლებში დაამთავრა სპორტის სახელმწიფო კოლეჯი, სამეჯლისო სპორტული ცეკვების მწვრთნელის ფაკულტეტი.
2003 წლიდან დღემდე არის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.
შესრულებული როლები:
ანული და მკითხავი – კ. გამსახურდია ,,მთვარის მოტაცება,, რეჟისორი: გ. კაპანაძე; ანტიგონე – ჟ. ანუი “ანტიგონე“ რეჟისორი: რ. ჩხეიძე; გაიანე – სუმბათაშვილი ,,ღალატი,, რეჟისორი: გ. კაპანაძე; კინკასის ცოლი – „კინკასის უცნაური გარდაცვალება“ რეჟისორი: გ. თავაძე; ქალი – „ქალი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი: ლ. ბურბუთაშვილი; გოგონა – „ქალი ყვავილით“ რეჟისორი: გ. ჟორდანია; „ადრენალინი“ რეჟისორი: ბ. ქავთარაძე; ,,ჭინკები,, რეჟისორი: გ. თავაძე; „ჩვენი ეზო“ რეჟისორი: გ. რატიანი; „ხერხი ჯობია ღონესა“ ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით რეჟისორი: გ. რატიანი; კაჭკაჭი -„ტყის ზღაპარი“ (ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით) რეჟისორი: გ. რატიანი; ძიძა – უ. შექსპირი „რომეო და ჯულიეტა“ რეჟისორი: გ. რატიანი; კოლომბა – პ. მერიმე „კოლომბა“ რეჟისორი: რ. ჩხეიძე; უფროსი ქალიშვილი – „ჩვენი სახლი“ რეჟისორი: თ. ფალავანდიშვილი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: e.archaia@gmail.com