ABOUT THEATRE

ARTISTS IN EXILE

 

Sokhumi State Drama Theater founded in 1885, in one of the picturesque towns of the Black Sea coast (Abkhazia, Georgia).

Abkhazia is one of the oldest and most beautiful parts of Georgia.

The “Ancient Kolkhida State” (Medea, Argonauts) existed on the territory of Abkhazia.

Since the foundation, the theater stopped professional work only once in 1993 during the bloody war in Abkhazia. The Russian army occupied Abkhazia and expelled Georgians living there. After this tragic event, Georgia has 400,000 IDPs.

Sokhumi theater troupe arrived in Tbilisi and continued to work in the capital of Georgia. Life in unbearable conditions did not break the theater actors, and Sokhumi Theater continued to work in exile. Unforgettable performances were performed, which preached peace, love, and great human ideas. The actors got a tragic fortune. Some have lost their family members in this war, but they continue to work on stage. It has been 24 years since these sad events. The younger generation of the actors came to the theater, but still, there is great desire – a dream to return to their homeland.

We strongly believe that our theatre staff has the most moral right to talk about peace, freedom and reconciliation, love of her country, exile, ethnic conflicts and religious confrontations. It’s an essential grain in our creativity.

Unfortunately, nowadays Sokhumi Theater knows the real horrors of WAR.

მიზნები და ამოცანები მოკლე ისტორიული ექსკურსით

 

სოხუმის თეატრის შემოქმედებითი ბიოგრაფია მრავალფეროვანია.საინტერესოა სხვადასხვა დროს როგორ რეაგირებდა და როგორ ეხმიანებოდა ეპოქას.

თეატრის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ლოკალური – პატრიოტული იდეებით გამსჭვალულ ნაწარმოებებს.

გამორჩეულად საინტერესო გახლდათ საბჭოთა ადრეული, ეგრედ წოდებული „სტალინის პერიოდის“ სპექტაკლები. ქალაქ სოხუმში თეატრს ულამაზესი ისტორიული შენობა სწორედ 1952 – 53 წელს  გადაეცა. შემორჩენილია დოკუმენტური ფილმიც, სადაც კარგად მოსჩანს შენობის სიმდიდრე და არქიტექტურული სილამაზე. ამ პერიოდში შექმნილ სპექტაკლებს ძალიან მაღალი სამსახიობო საშემსრულებლო დონე ახასიათებს. კომუნისტურ ტერორის მიუხედავად სპექტაკლებიდან შეფარულად გამოსჭვიოდა იმდროისთვის აკრძალული იდეები. ამ იდეებმა სცენაზე 70-იან 80 -იან წლებში უმაღლეს მხატვრულ-მეტაფორულ მწვერვალს მიაღწია და ამიტომ სოხუმის თეატრი გადაიქცა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ საუკეთესო თეატრად. სწორედ 80-იან წლებში თეატრმა გასტროლებით მოიარა საბჭოთა კავშირი და თავისი ხელოვნება მის საზღვრებს გარეთაც გაიტანა. ამ პერიოდში შექმნილი სპექტაკლები ხასიათდება ულამაზესი დეკორაციებით, თეატრალური პომპეზურობით, მასიური სცენებითა და გმირულ ჰეროიკული სცენიური ხასიათებით, რომელსაც უდიდესი სახელის მქონე მსახიობები ქმნიდნენ.

90-იან წლებში დატრიალდა ტრაგედია. ქართულ – რუსული ომი, რის შედეგადაც აფხაზეთის ქართული მოსახლეობა გამოძევებულ იქნა აფხაზეთიდან.

ამ დროს დაიწყო თეატრისთვის ყველაზე რთული პერიოდი.

დევნილობაში მყოფი თეატრი შეიფარა თბილისის სახელმწიფო თეატრებმა: რუსთაველის თეატრმა, შემდეგ მარჯანიშვილის თეატრმა და სხვა ქართულმა თეატრებმა. 2 წლის წინ სახელმწიფომ სოხუმის თეატრს გადასცა შენობა, სადაც განთავსდა თეატრის სარეპეტიციო და ოფისი.

სპექტაკლებს კი სხვადასხვა სივრცეებში წამოადგენენ.

თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში მოხდა გარკვეული ცვლილებებიც. თეატრმა გადაწყვიტა აქცენტი გააკეთოს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე. დღეს მთელი დატვირთვით თანამშრომლობს ქართველ თანამედროვე დრამატურგებთან, მწერლებთან. თემები კი უაღრესად თანადროულია. დევნილთა საკითხები 21-ე საუკუნის პრობლემა, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

სოხუმის თეატრი სწორედ ამ კუთხითაა დღეს საინტერესო.

იგი ანხორციელებს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტს.

ჩართულია იუნესკოს საერთაშორისო თეატრალურ ცენტრში

(www.iti-worldwide.org). დააფუძნა გერმანულ- ქართული აგრეთვე პოლონურ – ქართული თეატრალური პლატფორმა. წელს გახდა რამდენიმე საერთაშორისო თეატრალური კონკურსის და ფესტივალის პრიზიორი.

…და სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ დღეს სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ამშვენებს დიდი ტრადიციების მქონე ქართულ თეატრალურ ცხოვრებას.

Sokhumi Theatre Actors with Shalva Dadiani (great Georgian playwright) in 1912
Maxim Gorky “The Philistines” Directed by Sergo Tchelidze 1939
Legendary actors: Tina Bolkvadze, Sergo Pachkoria and Micheil Chubinidze 1967
Dima Jaiani and Sergo Pachkoria in 1983
“Merchant of Venice” directed by prominent director Dodo Aleksidze . Premiered in 1983